19 აპრილი 2024,   09:18
ვრცლად
სურამის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად დახმარებას ითხოვს

დაბა სურამის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. გოგებაშვილის ქუჩაზე ცენტრალური მილი დაზიანებულია და სასმელი წყალი ერთ თვეზე მეტია, გზის სავალ ნაწილზე მოედინება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ არაერთხელ მიმართეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, დაზიანების შესახებ აცნობეს ცხელ ხაზზეც, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხაშურის ფილიალში კომენტარს არ აკეთებენ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, გიორგი გურასპაშვილი მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდება.

"აღნიშნული ადგილი ეკუთვნის წყალმომარაგების კომპანიას. მუნიციპალიტეტში ამასთან დაკავშირებით განცხადება ვერც შემოვიდოდა, ამიტომ ამას ვერ მოაგვარებენ. მე მქონდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან კომუნიკაცია და დღეს საღამომდე პრობლემა მოგვარდება," - განაცხადა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა. 

დღის ამბები