25 აპრილი 2024,   19:06
ვრცლად
ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი დღეს დაიწყება

ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი დღეიდან იწყება. შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს განვითარებულ უკანონო და პროვოკაციულ პროცესებს დაეთმობა.

ყურადღება გამახვილდება სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებზე, ასევე სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვასა და საქართველოს მოქალაქეების გატაცება-დაკავებების შემთხვევებზე.

ქართული მხარე კიდევ ერთხელ ხაზგასმით ისაუბრებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების რეგულარულ დარღვევებზე. ჟენევის 49-ე რაუნდი ხვალ დასრულდება.

დღის ამბები