23 აპრილი 2024,   12:57
ვრცლად
ლევან ჯიქური გირაოთი გაათავისუფლეს

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლევან ჯიქურს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2000 ლარიანი გირაო შეეფერდა. 

გირაოს შუამდგომლობით მოსამართლეს დაცვის მხარემ მიმართა. ჯიქური ეტლით მოსარგებლეა და საპატიმროში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

როგორც "კურიერის" ჟურნალისტი თბილისის საქალაქო სასამართლოდან იტყობინება, ლევან ჯიქურმა დღევანდელ პროცესზე ბრალი ნაწილობრივ აღიარა, თუმცა ის ჯგუფურ ძალადობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. 

 

დღის ამბები