24 აპრილი 2024,   08:00
ვრცლად
გურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 700 ლარის გადახდა დააკისრა

გურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო. გამარჯვებული საქართველოს წევრს 700 ლარის გადახდა დაევალა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სამართალდამცველებმა სამხრე ვიდეო-აუდიო ჩანაწერი წარადგინეს, რომელიც მათი თქმით, პოლიტიკოსის მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადასტურებს.

"გამარჯვებული საქართველოს" წევრს ბრალდების მხარე საზოგადოებრივ ადგილას ხმაურსა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა.

ჩალაგაშვილი სასამართლო გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აპირებს ჯარიმის ქვითარი ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნოს:

"ჩვენ გვყავს საქართველოში "ქველმოქმედი" ადამიანი და მას გავუგზავნი ამ ქვითარს,"- განაცხადა ჩალაგაშვილმა.

დღის ამბები