25 აპრილი 2024,   19:01
ვრცლად
სავარაუდო ძალადობა საკრებულოს დეპუტატის მხრიდან - ზუგდიდში თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

სავარაუდო ძალადობა საკრებულოს დეპუტატის მხრიდან - ზუგდიდში თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრში შეკრებილები სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტზე დროულ გამოძიებას ითხოვენ. აქციაში მონაწილეობას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იღებდნენ. თამთა თოდაძეს ამ დრომდე მსხვერპლის სტატუსი არ მინიჭებია.

"არ შეიძლება ქალის მიმართ ძალადობა, არა მარტო სამსახურში, არამედ ნებისმიერ ტერიტორიაზე, ნებისმიერი კაცის მხრიდან. ის, რომ ის პიროვნება დღემდე დამალული არის საავადმყოფოში და თავს აფარებს საავადმყოფოს, ეს მეტყველებს იმას, რომ მას არ აქვს ზურგი, საზოგადოებას სიმართლე ელაპარაკოს" - განაცხადა ზუგდიდის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბართლომე შელიამ. 

დღის ამბები