20 აპრილი 2024,   09:34
ვრცლად
2020 წლის ბიუჯეტის განხილვას გოგიჩაიშვილსა და ყაველაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა, ხმაური იყო. ერთმანეთს სიტყვიერად ლევან გოგიჩაიშვილი და მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ. ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ბიუჯეტში პრიორიტეტები არასწორადაა განსაზღვრული. კამათის თემა სკოლების სპორტულ ინფრასტრუქტურას უკავშირდებოდა.

"მე ვიცი როგორ უნდა გაკეთდეს და შენ არ იცი"- მიმართა ყაველაშვილმა გოგიჩაიშვილს.

"რა ვერ გააკეთე მერე აქამდე... არაფერს არ აკეთებ და არ გეწყინოს... მინდა რომ იქ აღარ აშენდეს კორპუსი და მინდა აშენდეს სკოლა... რამე ცუდს ვამბობ?“ -  განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დღის ამბები