18 აპრილი 2024,   06:58
ვრცლად
რუსთავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - "კურიერმა" დაკავებული პოლიციელების ჩვენებები მოიპოვა 

რუსთავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები. "კურიერმა" 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პოლიციელების ჩვენებები მოიპოვა. პირს, ზურაბ ჯღარკავას, რომელსაც მოკლულთან წარსულში კონფლიქტი ჰქონდა და სავარაუდო დამკვეთია, გამოძიება ამ დრომდე ეძებს.

ჩვენებაში, რომელიც მოქმედ პოლიციელს, დავით მიროტაძეს ეკუთვნის, აღწერს, რომ მისმა სიძემ, ზურაბ ჯღარკავამ უამბო, რომ გარდაცვლილ დავით მუმლაძესთან უთანხმოება ჰქონდა. როგორც მიროტაძე ამბობს, ზურაბ ჯღარკავას თქმით, მას მუმლაძე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მიროტაძე ჩვენებაში ამბობს, რომ ზურაბ ჯღარკავამ მას დახმარების თხვონით მიმართა, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ მისი სიძის მეგობარ, გიორგი გეთაშვილთან ერთად, დავით მუმლაძეს შეხვედბოდნენ, რის შემდეგაც მას უკვე რუსთავში, ზურაბ ჯღარკავას "გადააბარებდნენ". 

მიროტაძემ ჩვენებაში აღწერს, - მას ზურაბ ჯღარკავამ უთხრა, რომ მუმლაძეს უბრალოდ სცემდენენ. როგორც დავით მიროტაძე ამბობს, მისთვის უცნობი იყო, რომ მისი სიძე, ზურაბ ჯღარკავა, მეგობარ გიორგი ასათიანთან ერთად, დავით მუმლაძის მკვლელობას გეგმავდა.  

"ჩემმა სიძემ, ზურაბ ჯღარკავამ მითხრა, რომ მას დავით მუმლაძესთან ჰქონდა უთანხმოება და მუმლაძე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მთხოვა დახმარება. ჩემს სიძეს ვკითხე თუ რა იყო მათ შორის უთანხმოების მიზეზი, რაზეც არაფერი უთქვამს. შევთანხმდით, რომ 1 ოქტომბერს ჩავიდოდით თბილისში, სადაც შევხვდებოდით ჩემი სიძის მეგობარ გიორგი გეთაშვილს, რომელიც დავით მუმლაძეს თავად ჩაისვამდა ავტომობილში. მას გადავაბარებდით რუსთავში ჩემს სიძეს ზურაბ ჯღარკავას. იგი ცოტას წამოარტყამდა და "ჭკუაზე მოიყვანდა" დავით მუმლაძეს. მე დამეხმარნენ ჩემი ნაცნობები დიტო დუღაშვილი და მიხეილ ღუბიანური. ჩვენ რუსთავში დავტოვეთ ჩემი სიძე ზურაბ ჯღარკავა, გიორგი ასათიანი და დავით მუმლაძე. ამის შემდეგ 4 ოქტომბერს შევხვდი ჩემს სიძეს, რომელმაც კითხვაზე - თუ რა ბედი ეწია დავით მუმლაძეს მიპასუხა, რომ იგი უკვე ” აღარ არსებობსო” და ფაქტიურად მითხრა, რომ მე და გიორგი ასათიანმა მოვკალითო. მეორე დღეს ტელეფონით ვესაუბრე დუღაშვილს და ვუთხარი, რომ მუმლაძე მოუკლავთ და ცუდად იყო საქმე“ - ამბობს ჩვენებაში მირიოტაძე.

დავით მუმლაძის კვალი 1 ოქტომბერს დაიკარგა, 4-დღიანი ძებნის შემდეგ კი მისი ცხედარი, რომელსაც ცივი იარაღით მიყენებული 30-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა, მდინარე მტკვარმა რუსთავში გამორიყა.

საქმეზე ამ დროისთვის 5 პირია დაკავებული, მათგან 3 შსს-ს თანამშრომელია, მათ შორის 2 მოქმედი. ასევე დაკავებულები არიან მისი მეგობრები და 1 პირი ზურაბ ჯღარკავა ამ დრომდე ძებნაში იმყოფება.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები