18 აპრილი 2024,   19:01
ვრცლად
"ბოლო დროს ჟენევის დისკუსიები წრეზე სირბილია" - მოსკოვის ახალი წარმომადგენელი ანდრეი რუდენკო

ჟენევის მოლაპარაკებებზე მოსკოვის ახალი წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული ფორმატი მოლაპარაკებების მთავარ პლატფორმად რჩება და ის შეხვედრებზე შეეცდება იმის გარკვევას თუ სად შეიძლება კომპრომისების მოძებნა და დეესკალაციის მიღწევა.

"ბოლო დროს ჟენევის დისკუსიები წრეზე სირბილია. ჩვენ გვსურს, ამჯერად მაინც გავაკეთოთ რამე, ყოველ შემთხვევაში მივაღწიოთ დეესკალაციას, ცნობილ რაიონში, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე. ეს თემა ალბათ მთავარი იქნება მოლაპარაკებების დროს, რუსეთის პოზიცია უცვლელია, ჟენევის დისკუსიებს განვიხილავთ მთავარ პლატფორმად მოლაპარაკებებისთვის. მე პირველად ვარ და მსურს გავიგო, სად შეიძლება კომპრომისების მოძებნა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საიუბილეო 50-ე შეხვედრისთვის, რამეს შევცვლით უკეთესობისკენ და სიტუაციის სტაბილურობას მივაღწევთ. ხედავთ რაც ხდება, სიტუაცია ფეთქებადია, ყოველ ჯერზე როცა ეს ხდება, ხალხს მუხლები უკანკალებს და გაუაზრებელ ნაბიჯებს დგამენ, ამიტომ მნიშვნელოვანია დეესკალაციას მივაღწიოთ,"- განაცხადა  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრეი რუდენკომ. 

დღის ამბები