19 აპრილი 2024,   05:21
ვრცლად
როგორ დავიცვათ შვილები ე.წ "ლურჯი ვეშაპის" გავლენისაგან - თამაშის მსხვერპლის დედა საზოგადოებას მიმართავს
როგორ დავიცვათ შვილები ე.წ. "ლურჯი ვეშაპის" გავლენისგან? - ამის შესახებ სავარაუდო მომაკვდინებელი თამაშის მსხვერპლის, 13 წლის ელენეს, დედა საუბრობს.
 
ჩაკეტილობა, ინტერესის გაქრობა, ჩაცმის სტილის შეცვლა და მობილურ ტელეფონზე მიჯაჭვულობა - ეს ის მთავარი ნიშნებია, რომლებიც ნანა ბერძენიშვილის თქმით, ე.წ. თამაშში ჩართულ ბავშვებს ახასიათებთ.
 
შვილმკვდარი დედა მოუწოდებს ყველა შესაბამის სამსახურს, აქტიურად იყვნენ ჩართულები იმ საფრთხეების თავიდან აცილებაში, რაც "ლურჯ ვეშაპს" უკავშირდება.
 
13 წლის გოგონა ორი წლის წინ მე-13 სართულიდან გადმოხტა, გამოძიება 115-ე მუხლით ამ დრომდე მიმდინარეობს.
დღის ამბები