19 ოქტომბერი 2019,   20:11
ვრცლად
თელავის რაიონული სასამართლო ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვას განაგრძობს

ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე თელავის რაიონულ სასამართლოში 85 წლის ომარ გამყრელიძის და მისი შვილიშვილის გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპატამეტის ექსპერტი თამარ თოდაძე დისტანციური წესით დაიკითხა.

მოწმემ დეტალურად აღწერა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მტკიცებულებების გამოკვლევების დეტალები და შედეგი.

დაკითხვისას გაირკვა,რომ საბრძოლო მასალაზე ბრალდებულის, უმცროსი ომარ გამყრელიძის ხელის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომას მხოლოდ ბრალდებული შვილიშვილი, უმცროსი ომარ გამყრელიძე ესწრებოდა, 85 წლის ომარ გამყრელიძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესზე დასწრება ვერ შეძლო.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება 85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას, ხოლო მის შვილიშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

მორიგი სასამართლო სხდომა 28 ოქტომბერს,16:00 საათზე, ჩაინიშნა.

დღის ამბები