25 აპრილი 2024,   07:55
ვრცლად
ქართული მხარე გარეჯში არსებულ ვითარებაზე აზერბაიჯანისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება

ქართული მხარე დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე აზერბაიჯანისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება, მაგრამ ზუსტად არ არის ცნობილი, როდის გაიმართება კონსულტაციები ოფიციალურ ბაქოსთან.

გარეჯში მიმდინარე მოვლენებს ჟენევიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გამოეხმაურა.

დარსალია აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს და აცხადებს, რომ ექსპერტებმა მუშაობა დაასრულეს და უახლოეს მომავალში  მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შედგება.

"დასრულდა ექსპერტული ჯგუფების მუშაობა, რომლის საფუძველზეც უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს კომისიების შეხვედრები. შესაბამისად, ეს საკითხი საკმაოდ რთულია, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად პარტნიორობის სულისკვეთებით თანდათანობით შევძლებთ საკითხის დეესკალაციას და ვითარებიდან გამოსავლის მოძებნას,“ - აღნიშნა დარსალიამ.  

 

დღის ამბები