გაეროს ხაზინა თვის ბოლოს ცარიელი იქნება. ორგანიზაციის ბიუჯეტის დეფიციტი 230 მილიონ დოლარს შეადგენს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს წერილი გაუგზავნა და მათ დავალიანების გადახდა მოსთხოვა.
თანხის დეფიციტის გამო გუტიერეში თანაშრომლებისთვის ხელფასის გადახდას ვერ შეძლებს. გაეროს გენერალური მდივანი ხელფასების გასაცემად დამატებითი ზომების მიღებას გეგმავს, მათ შორის კონფერენციების გადადებას და მივლინებების შეჩერებასაც.