24 აპრილი 2024,   01:00
ვრცლად
"ჯორჯიან ეარვეისი" რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან 25 მილიონის ანაზღაურებას ითხოვს

"ჯორჯიან ეარვეისი" რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. კომპანიის განცხადებით, რუსულმა მხარემ ფრენები უკანონოდ შეაჩერა, რამაც ქართულ ავიახაზებს დიდი ფინანსური ზარალი მიაყენა.

კომპანიის გენერალური დირექტორის რომან ბოკერიას განცხადებით, დასახმარებლად საქართველოს მთავრობას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. კომპანია სარჩელს ამზადებს და ევროპის სასამართლოს მიმართავს.

რომან ბოკერიას განმარტებით, ავიამიმოსვლის გაუქმების შესახებ რუსეთის გადაწყვეტილება უკანონოა და ამ უკანონო გადაწყვეტილების შედეგად ავიაკომპანიისთვის მიყენებული ზარალი უნდა ანაზღაურდეს. 

დღის ამბები