20 აპრილი 2024,   17:56
ვრცლად
თბილისში პურის ფესტივალი გაიმართება

 

12-13 ოქტომბერს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალი გაიმართება, სადაც  ხორბლის სალეწი კევრი, ცხავი, მახა  და სხვა,  ხორბლის მოყვანა-მოხმარებასთან დაკავშირებული ნიმუშები და მარცვლოვანი კულტურის კოლექცია გამოიფინება. 

საქართველოში პურის თავგადასავალი 60 000 წლის წინ იწყება. მსოფლიოში აღწერილი ხორბლის 27 სახეობიდან 14  საქართველოშია. აქედან 5  სახეობა სხვა არც ერთ ქვეყანაში არ მოიპოვება. მათ შორის მესხური დოლი, რომელიც წითელი ფერის თავთავის გამო წითელი დოლის სახელს ატარებს და უნიკალური შემადგენლობის გამო ადამიანის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით მარგებელია. 

ბაღის სადღესასწაულო სივრცე პურის მწარმოებელ კომპანიებს დაეთმობა და დამთვალიერებელს საშუალება ექნება ქართული პურის სხვადასხვა სახეობა დააგემოვნოს.

დღის ამბები