19 აპრილი 2024,   21:40
ვრცლად
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართება

საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ხაზარაძე დღევანდელ სხდომას ბიძინა ივანიშვილის პროცესად აფასებს.

"ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებულ სასამართლოში გადაინაცვლებს მისივე პირადი იურისტის, უდიპლომო გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კანონთან, არც სამართალთან, არც საღ აზრთან! იწყება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი, ეს იქნება - ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი! გეპატიჟებით ყველას, რათა იხილოთ როგორია ბიძინას სასამართლო და გაეცნოთ საქმეს, რომელიც კიდევ ერთხელ ახდის ფარდას ივანიშვილის მიერ შექმნილ ჭაობს. დალპობით რომ ემუქრება სახელმწიფოსაც და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანების მომავალსაც. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ეს დასრულდება,“ - წერს ხაზარაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავებიან.

 

 

დღის ამბები