19 აპრილი 2024,   06:33
ვრცლად
ტრაგედიით დასრულდა ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე - ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად 15 წლის გოგონა დაიღუპა

15 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა ავარიას ქობულეთის შემოვლით გზაზე. ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავდა გარდაცვლილი გოგონას 3 წლის ძმა და მამა. დაშავებულები ბათუმის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.  

ექიმების ინფორმაციით, დაშავებული მამა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაწყებულია.

დღის ამბები