20 აპრილი 2024,   09:02
ვრცლად
ტაიფუნმა მსოფლიო თასის მატჩები ჩაშალა

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე უიშვიათესი შემთხვევა მოხდა - მოსალოდნელი ტაიფუნის გამო ჯგუფური ეტაპის ორი მატჩი ჩაიშალა.

ტურნირის ორგანიზატორებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს - ტაიფუნ "ჰაგიბისის" მოსალოდნელი საფრთხის გამო 12 ოქტომბერს დაგეგმილი "ბ" ჯგუფის მატჩი ახალ ზელანდიას და იტალიას შორის, აგრეთვე "ც" ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა ინგლისსა და საფრანგეთს შორის აღარ გაიმართება. რეგლამენტის მიხედვით, გუნდებს შორის დაფიქსირდება ფრე და ცხრილში დაერიცხებათ 2-2 ქულა.

საფრთხის ქვეშ იყო ხვალ გასამართი მატჩი საქართველოს და ავსტრალიის ნაკრებების მონაწილეობით, თუმცა ტურნირის ორგანიზატორებმა ჩათვალეს, რომ "შიზუოკა სთედიუმზე" საფრთხე არ არსებობს და ეს მატჩი დაგეგმილ დროს, 14:15 საათზე დაიწყება.

მსოფლიო თასების ისტორიაში ეს, დაგეგმილი მატჩების გაუქმების  პირველი შემთხვევაა.

დღის ამბები