18 ნოემბერი 2019,   05:13
ვრცლად
კახეთში სკოლის შვიდი მოსწავლე მოიწამლა

ინტოქსიკაციის დიაგნოზით მე-6 კლასის შვიდი მოსწავლე, საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა სოფელ ლამბალოში მოხდა. ბავშვების თქმით, მათ სასწავლო დაწესებულების გვერდით მდებარე სასურსათო მაღაზიაში ნაყიდი ლიმონათი დალიეს და ქადა შეჭამეს, რის შემდეგაც მუცლის ტკივილი დაეწყოთ.

ექიმების განმარტებით, შესაბამისი მკურნალობის შემდეგ უკვე ყველა ბავშვი სახლში გაწერეს.

დღის ამბები