19 აპრილი 2024,   21:07
ვრცლად
დუშეთში კლდიდან ტრაქტორის გადავარდნის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი დაშავდა

უბედური შემთხვევა დუშეთში, ბარისახოს თემში - სოფელ ხახმატში ტრაქტორი კლდიდან გადავარდა.

დაშავებულია მძღოლი, რომლის ამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი გახდა საჭირო.

60 წლამდე ასაკის მამაკაცი მრავლობითი დაზიანებებით ამჟამად თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და რამდენიმე ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

დღის ამბები