25 აპრილი 2024,   02:41
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმის ახალი დეტალები - ლეილა მუსტაფაევა და ადვოკატი პრესკონფერენციას გამართავენ

საქმის ახალ დეტალებზე აპირებენ საუბარს დღეს აფგან მუხთარლის მეუღლე და მისი ადვოკატი. ლეილა მუსტაფაევას თქმით, ახალი გარემოებები მათ ევროსასამართლოში საქმის წარმართვაში დაეხმარებათ.

მუსტაფაევას განცხადებით, მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა. მუხთარლის მეუღლე საპატიმროში მყოფი აფგან მუხთარლის ადვოკატის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე და მისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის საფრთხეზეც საუბრობს.

აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წელს გაიტაცეს, მეორე დღეს კი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. გატაცების საქმეზე გამოძიება ქართულმა მხარემ მალევე დაიწყო, თუმცა ყველა შეკითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია.

დღის ამბები