ხმაური იყო გვიანობამდე ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც დევნილები უკვე 25-ე დღეა საცხოვრებელის გადაცემის მოთხოვნით აქციას მართავენ.
შეკრებილებსა და უწყების წარმომადგენლებს შორის გუშინ რამდენიმე დაპირისპრიება მოხდა, მათ შორის ყველაზე მწვავე დღის ბოლოს მინისტრის მოადგილესთან იყო - მიზეზი კი დისკია გახდა, რომელზეც დევნილების მტკიცებით ჩაწერილია, როგორ საუბრობს უწყების ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბინების მიღებასთან დაკავშირებით გარკვეულ რეკომენდაციებზე.
შეკლებილები მინისტრთან შეხვედრას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.