დიდუბეში, გედევანიშვილის 27 ნომერში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს უკიდია.
როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სხვა დეტალები და ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.