15 ნოემბერი 2019,   01:06
ვრცლად
გიორგი გაბუნიას გამოკითხვა პროკურატურაში

"მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" წამყვანს გიორგი გაბუნიას, "რუსთავი2"-ის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურა გამოკითხვაზე იბარებს. გაბუნია საგამოძიებო უწყებაში, 16:00 საათისთვის უნდა გამოცხადდეს. 

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია," - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

დღის ამბები