გამარტივებული შესყიდვები, როგორც თანხის არამიზნობრივად ხარჯვის საშუალება - ბოლო ორი წლის პერიოდის შესაბამისი კვლევა ბათუმში "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ ჩაატარა.
სამოქალაქო სექტორის ინფორმაციით, ყველაზე დიდი თანხა, 700 ათას ლარამდე, სადღესასწაულო ღონისძიებებზე ბათუმის კულტურის ცენტრმა დახარჯა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" თქმით, საზეიმო ღონისძიებები წინასწარ განსაზღვრულია და საბიუჯეტო ორგანიზაციებს გამარტივებული შესყიდვა არ უნდა სჭირდებოდეს.