19 აპრილი 2024,   08:36
ვრცლად
მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა გრძელდება - იურიდიული კომიტეტი ზაზა თავაძეს მოუსმენს

იურიდიული კომიტეტი მორიგი ხმაურიანი სხდომის მოლოდინშია. გენერალური პროკურორის შემდეგ ამ წუთებში დეპუტატების წინაშე პარლამენტში უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უნდა წარსდგეს.

როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მთავარი კითხვები სხვა საკითხებთან ერთად, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის კანდიდატთან ამ შემთხვევაშიც მისი განათლება იქნება.

ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოში საერთო ჯამში ცხრა წელია მუშაობს, მანამდე მას იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.  იყო ასევე კადრების განყოფილების ხელმძღვანელი გენერალურ პროკურატურაშიც.

დღის ამბები