20 აპრილი 2024,   15:38
ვრცლად
დაჭრილი გოჩა ვეფხვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

უკიდურესად მძიმეა ლისის ტბაზე მომხდარი გარჩევისას დაჭრილი გოჩა ვეფხვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გადაუდებელი დეპარტამენტის ცენტის ხელმძღვანელის ლევან სუხიაშვილის ინფორმაციით, გოჩა ვეფხვაძეს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა, მას ტრეპანაცია დასჭირდა.

"პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, მას ჩაუტარდა გუშინ ოპერაციები, რომელიც მეორადი გართულებების სამკურნალოდ და  პრევენციაზე იყო ორიენტირებული. პაციენტი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ეს არის მძიმე პაციენტი, რომელთანაც გართულებების რისკი საკმაოდ მაღალი რჩება. ოპერაცია თავის ქალაზე ჩაუტარდა,“ - აღნიშნა გადაუდებელი დეპარტამენტის ცენტის ხელმძღვანელმა.

საქმეზე ამ დრომდე არ არის დაკავებული არც ერთი ბრალდებული. 5 მამაკაცს ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარედგინა.  მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები, არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულებს უკვე დატოვებული ჰქონდეთ ქვეყანა.

დღის ამბები