20 აპრილი 2024,   14:30
ვრცლად
ჩხარტიშვილმა ოხანაშვილსა და თალაკვაძეს "გავრილოვი თვალთხარიას სახელობის დიპლომი“ გაუგზავნა

"ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა "ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს ანრი ოხანაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს "გავრილოვი თვალთხარიას სახელობის დიპლომი“ პარლამენტში გაუგზავნა.

ჩხარტიშვილმა მიზეზად მის მიერ 30 ივლისს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის ჩაგდება დაასახელა.

მისი განცხადებით,  საქართველოს პარლამენტს განსახილველად "პოლიციის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი  წარუდგინა, რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციების დაშლისას ნებისმიერი სახის პლასტმასისა და რეზინის ტყვიების გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებდა.

ჩხარტიშვილის თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტში მხარი არ დაუჭირეს, რაც მისივე შეფასებით ნიშნავს, რომ ხელისუფლება ისევ გააგრძელებს ადამანებისთვის ზიანის მიყენებას. 

ჩხარტიშვილმა პარლამენტს კანონპროექტი განსახილველად დღეს კიდევ ერთხელ წარუდგინა და ორი კვირის ვადაში განხილვა მოითხოვა. მსგავსი დიპლომების გაგზავნას ის გენერალური პროკურორისთვისაც აპირებს, რადგან 20 ივნისს დაშავებული მაკო გომური და აქციის სხვა მონაწილეები დაზარალებულად ამ დრომდე არ არიან ცნობილი. 

დღის ამბები