19 აპრილი 2024,   10:30
ვრცლად
სადავო დიპლომები ქართულ მართლმსაჯულებაში - ნაზი ჯანეზაშვილმა მმართველი გუნდის ბრალდებებს უპასუხა

სადავო დიპლომები ქართულ მართლმსაჯულებაში ისევ აქტუალურია - ნაზი ჯანეზაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას პასუხობს. მმართველი გუნდის წევრმა მამუკა მდინარაძემ დღეს პარლამენტში ჯანეზაშვილის დიპლომზე ისაუბრა, არასამთავრობო სექტორს კი კითხვები მოსამართლეობის კანდიდატების განათლებასთან დაკავშირებით აქვს.

ნაზი ჯანეზაშვილი ადასტურებს, რომ ის ნამდვილად სწავლობდა ნოდარ დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, რომლის დიპლომი ასევე შალვა თადუმაძემაც წარმოადგინა. ჯანეზაშვილის თქმით, იმ დროისთვის ეს სასწავლებელი არ იყო ყველაზე საუკეთესო და პრესტიჟული, თუმცა ის არ დასჯერდა ამ განათლებას და დღეს მედიას სხვა ქართული და არაქართული სასწავლებლების დიპლომები წარუდგინა. ნაზი ჯანეზაშვილმა "კურიერს" ასევე მისი კურსელების და ლექტორების ფოტოები აჩვენა.

ჯანეზაშვილის თქმით, მასაც აქვს კითხვები შალვა თადუმაძის განათლებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ეს კითხვები ლეგიტიმურია, რადგანაც შალვა თადუმაძის სწავლების დაწყების წლები, ამ უნივერსიტეტის დაფუძნების წლებს არ ემთხვევა.

"1997-2002 წლებში ვსწავლობდი ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, რომელიც შესაძლებელია ნამდვილად არ იყო ყველაზე პრესტიჟული ინსტიტუტი, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში განათლების სისტემაში იყო ძალიან სერიოზული კორუფცია, რის გამოც სხვათა შორის მოხდა ვარდების რევოლუცია და ამან განაპირობა ის, რომ დღეს ქვეყანაში ადამიანები უნივერსიტეტებში აბარებენ სრულიად სხვა წესით, რომელიც არის უფრო განვითარებული და სამართლიანი შეიძლება ამას ასე დავარქვათ, მაგრამ მაშინ იყო კორუფცია და ძალიან ბევრი ადამიანი ე.წ. პრესტიჟულ უნივერსიტეტებს ამთავრებდა ფულით და აბარებდა თავის დროზე ფულით. ამიტომ, მე ამაზე არ გავჩერებულვარ, ამ უნივერსიტეტის დამთავრებაზე, ვინაიდან მე ვფიქრობდი, რომ ის განათლება, რომელიც მე მქონდა არ იყო საკმარისი," - განმარტა ჯანეზაშვილმა.

დღის ამბები