25 აპრილი 2024,   18:48
ვრცლად
ზელენსკი "ნორმანდიული ოთხეულის" ფარგლებში პუტინთან შეხვედრას არ გამორიცხავს

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, "შტაინმაიერის ფორმულის" ალტერნატივა არ არსებობს, უკრაინის პრეზიდენტმა დონბასში კონფლიქტის მოგვარების თემაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ზელენსკიმ "ნორმანდიული ოთხეულის" ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა არ გამორიცხა.

"თუ გვინდა ომი დასრულდეს შეხვედრა უნდა შედგეს,"- ​განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი დღეს პრესმარათონს მართავს და ჟურნალისტების შეკითხვებს მთელი დღის განმავლობაში უპასუხებს. პრეზიდენტმა უკვე ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე. მან თეთრი სახლის ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ უკრაინა შეერთებული შტატების მოსამსახურე პერსონალი არ არის. ზელენსკის თქმით, მას არ სურს, რომ უკრაინა რამენაირად იყოს ჩათრეული აშშ-ის შიდაპოლიტიკურ პროცესებში:

"ამერიკის შეერთებული შტატების და ამერიკის პოლიტიკის ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ არ ვართ აშშ-ის პოლიტიკის მომსახურე პერსონალი. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი კიევში დაპატიჟა.

დღის ამბები