20 აპრილი 2024,   12:21
ვრცლად
"მოსამართლის მანტიის ქვეშ გაცვია "ქართული ოცნების“ მაისური, ჩაქუჩი დაურტყი მურუსიძეს და თადუმაძეს" - მელია მოსამართლეს დაუპირისპირდა

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე დაიწყო.

სხდომაზე მელიამ მოსამართლეს მიმართა, გაეთვალისწინებინა მისი ადვოკატის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ემსჯელა, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ შესაბამისი პასუხი უკვე გასცა მის უფლებადამცველს.

თავის მხრივ, საპასუხოდ მელიამ აღნიშნა, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს და დირექტივებს სატელეფონო ზარის საშუალებით იღებს.

მელიას ამ რეპლიკას მოსამართლის გაღიზიანება მოჰყვა და მელიას თავშეკავებისკენ მოუწოდა, თუმცა საბოლოოდ, მისი სხდომათა დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

"გაგაძევებთ სხდომის დარბაზიდან. ეს არ არის სხდომის დარბაზი, სადაც ფიცს დებს მოსამართლე. მე არავინ მირეკავს, გაჩუმდით,” - მიმართა მოსამართლემ მელიას.   

საპასუხოდ კი, მელიამ უპასუხა: "ჩაქუჩი დაურტყით მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და თადუმაძეს.”

ნიკა მელიას სასამართლოს შენობა არ დაუტოვებია და პროცესის დასრულებას უკვე დარბაზის გარეთ ელოდება.

 

დღის ამბები