18 აპრილი 2024,   23:41
ვრცლად
დაჭრა მარნეულის ცენტრში - მომხდარი სავარაუდოდ წარსულში კონფლიქტს უკავშირდება

მარნეულში მომხდარი შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი, "კურიერის" ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდები სოფელ ჯანდარას მკვიდრნი არიან. ამ დროისთვის, ორივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

ადგილობრივები "კურიერს" უყვებიან, რომ შემთხვევა წარსულში ახალგაზრდებს შორის მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

ამ დროისთვის ჩაიხანის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, პოლიცია სავარაუდო ეჭვმიტანილების დაკავების მიზნით ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა მარნეულში დღეს მოხდა, ჩაიხანაში მსხდომი პირები, რომელთა ასაკი 20-25 წელია  ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.

მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის  განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები