15 ნოემბერი 2019,   22:34
ვრცლად
"საქართველოს ისტორიაში მოსამართლეთა შერჩევისას ასეთი გამჭვირვალობა და ღიაობა არასდროს ყოფილა" - ევროკავშირის ელჩი

საქართველოს ისტორიაში მოსამართლეთა შერჩევა ასეთი გამჭვირვალე არასდროს ყოფილა, - განცხადებას ევროკავშირის ელჩი აკეთებს. კარლ ჰარცელმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და განმარტა, რომ პარლამენტი მალე ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს და ევროკავშირი პროცესებს აქტიურად აკვირდება.

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ჩვენთვის. ჩვენ ამ პროცესში ბოლო 11 თვეა აქტიურად ვართ ჩართულები და მის დასრულებას ვუახლოვდებით. როგორც ვიცით, იყო შეკითხვები შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე არსებობდა კითხვები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების დასახელების თაობაზე. თუმცა, კარგი ამბავია ის, რომ არასდროს საქართველოს ისტორიაში ასეთი გამჭვირვალობა და ღიაობა მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დროს არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ ყველა თავად განსჯის, მათ შორის ის პარლამენტარებიც, რომელთაც საბოლოოდ გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. მათი არჩევა უნდა მოხდეს უმაღლესი პროფესიული და პერსონალური სტანდარტებით," - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები