20 აპრილი 2024,   09:01
ვრცლად
ავარია სოფელ რუხში - დაშავებულია 5 ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები