19 აპრილი 2024,   00:59
ვრცლად
ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე ბოლო შეხვედრას დღეს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ

დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე ბოლო შეხვედრას ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს. ქართველი მორაგბეები "ვოლაბებს" ისტორიაში პირველად შეხვდებიან.

მილტონ ჰეიგმა რომელიც მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავკაცის თანამდებობას დატოვებს და ერთ-ერთი იაპონური კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდება, ბოლოჯერ დაასახელა ბორჯღალოსანთა შემადგენლობა.

წინა მატჩის მსგავსად გუნდს კაპიტანი მერაბ შარიქაძე გაუძღვება, უკანა ხაზში კი ერთადერთი ცვლილება გელა აფრასიძის სტარტია.

ასევე უცვლელია შერკინების პირველი და მეორე ხაზი , ერთადერთი ცვლილება მესამე ხაზშია სადაც ბექა საღინაძე დაიწყებს გიორგი თხილაიშვილის ნაცვლად.

შეგახსენებთ რომ D ჯგუფში საქართველო 2 მარცხითა და 1 მოგებით მეოთხე ადგილზეა , ავსტრალიას კი ფლეო-ოფი უკვე განაღდებული აქვს .

მატჩი 3-ის 15 წუთზე დაიწყება.

ფოტო © Jan Perlich

დღის ამბები