20 აპრილი 2024,   17:36
ვრცლად
"ევროპული საქართველო" განათლების მინისტრს მოუწოდებს დადიანების მუზეუმში დასაქმებულების ხელფასი გადაიხედოს

"ევროპული საქართველო" განათლების მინისტრს მოუწოდებს დადიანების მუზეუმში დასაქმებული თანამშრომლების ხელფასებს გადახედოს და ამ საკითხით დროულად დაინტერესდეს. ლელა ქებურიას განმარტებით, "ქართული ოცნება" მუზეუმის თანამშრომლებს წინასაარჩევნოდ  ხელფასების მატებას დაპირდა, მაგრამ ეს მხოლოდ დაპირებად დარჩა.

"ზუგდიდის მაგალითი არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ იტყუება წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნება". მუზეუმის თანამშრომლებთან არაერთხელ იყო შეხვედრა, მათ ქართული ოცნების დეპუტატები შეხვდნენ. არაერთხელ მიიღეს დაპირება ხელფასების მომატებაზე, თუმცა როგორც ხედავთ, დაპირება რჩება დაპირებად და ისინი მუშაობენ მიზერულ ხელფასებზე," - განაცხადა ქებურიამ.

დღის ამბები