19 აპრილი 2024,   12:31
ვრცლად
ათენში სტუდენტებს და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

ათენის ცენტრში სტუდენტების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

სამართალდამცველებმა სტუდენტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ახალგაზრდებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულების და დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, საბერძნეთის პარლამენტის წინ სტუდენტების აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების წესის ცვლილებას აპროტესტებენ.

დღის ამბები