31 მარტი 2020,   02:16
ვრცლად
32 წლის ქალის მკვლელობის სავარაუდო მოტივი ბავშვებთან დაკავშირებული კონფლიქტია

30 წლის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა დაჭრა, გარდაიცვალა. მას მრავლობითი ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო კი დაშავებული ოპერაციის დაწყებამდე გარდაიცვალა. ცხედარი გორში, ექპერტიზაზე, გადაასვენეს.

30 წლის ქალი სამსახურში იმყოფებოდა, რა დროსაც ყოფილი მეუღლე მივიდა და მაღაზიაში ჯერ ხელყუმბარა შეაგდო, ხოლო მას შემდეგ, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ამოქმედდა, მამაკაცმა ქალი სასტიკად სცემა. იყო რამდენიმე გასროლაც. ადგილზე ევაკუაცია გამოცხადდა, იქ მუშაობდნენ გამნაღმველებიც.

ხაშურის რეფერალური ჰოსპიტალის რეანიმაციული სამსახურის უფროსის, თეა კორკოტაძის ინფორმაციით,  ჰოსპიტალში შეყვანისას პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იყო, ხოლო თავის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. ექიმი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ ჭრილობებს არ ადასტურებს.

სავარაუდო ეჭვმიტანილის ახლობლები "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, რომ ყოფილ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი გარდაცვლილი ქალის იტალიაში ყოფნის დროს დაიწყო. წყაროს ინფორმაციით, ბავშვები, რომლებიც დედის საზღვარგარეთ ყოფნის დროს მამასთან ცხოვრობდნენ, დედას ხშირად ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მამა მათ ცუდად ექცეოდა. იმავე წყაროს ცნობით, ამის გამო ქალს იტალიიდან დაბრუნება მოუწია, რის შემდეგაც ყოფილ მეუღლეს ბავშვებთან ურთიერთობას უზღუდავდა.

პოლიციას სავარაუდო ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებია. შსს-მ საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები