28 მარტი 2020,   13:31
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები 2020 წლის არჩევნებზე პროდასავლურ პარტიებთან ითანამშრომლებენ

"ევროპული საქართველო" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2020 წლის არჩევნებისთვის არ ითანამშრომლებენ ისეთ პოლიტიკურ პარტიებთან, რომელთა ხედვაც მათ ხედვას არ ემთხვევა.

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა ბოკერია თანამშრომლობას გამორიცხავს "პატრიოტთა ალიანსთან," ასევე ბურჯანაძის და "ქართული ოცნების" პარტიასთან.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი კოალიციური მთავრობის შექმნის საჭიროებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

"პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის მოვალეობა და ვალდებულებაც არის, რომ დაბალანსების მექანიზმებით შეიქმნას ისეთი კოალიციური მთავრობა, რომელიც პირველ რიგში გამოიყვანს ქვეყანას პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან და იმავდროულად, გადაწყვეტს იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს," - უთხრა "კურიერს" "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

"ჩვენი პოლიტიკური გუნდის და პარტნიორების ამოცანაა, რომ იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, როგორიცაა ივანიშვილის პარტია "პატრიოტთა ალიანსი" ბურჯანაძის პარტია გამორიცხულია, რომ დააგროვონ ამომრჩევლის ხმების 50 პროცენტზე მეტი, ჩვენ უნდა დავაგროვოთ და ამას აპირებს "ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები", რომ  შანსი იმათ არ დავუტოვოთ," - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია.

დღის ამბები