25 აპრილი 2024,   15:31
ვრცლად
გაძვირებული ტაქსები და გადაჭედილი მეტრო - რას მოგვიტანს სატრანსპორტო რეფორმა

მეტროსადგურების გადატვირთვის გამო მოსახლეობა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად წუხს. მგზავრები ამბობენ, რომ ხალხმრავლობის გამო მეტროთი გადაადგილება დღითიდღე შეუძლებელი ხდება. ყველაზე გადატვირთული სადგურის მოედანია. შედარებით იაფიან ტრანსპორტზე მოთხოვნა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციები ამოქმედდა.

უკვე 10 დღეა, რაც დედაქალაქში ტაქსებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. როგორც მგზავრები აღნიშნავენ,  დედაქალაქის მერის ეს გადაწყვეტილება მათ ჯიბეზე უკვე აისახა, რადგან ტაქსის მძღოლებმა ტარიფი გაზარდეს. ცვლილებებით ტაქსის მძღოლების ნაწილიც უკმაყოფილოა. გაძვირებულ ტაქსებს მოსახლეობა საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამჯობინებს.

სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის წარმატებაში დარწმუნებულია დედაქალაქის მერი. კახა კალაძე პრობლემებს აღიარებს, თუმცა აღნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში საზოგადოებრივ ტრანსპორტს ახალი ავტობუსები და მეტროს ვაგონები დაემატება.

ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ძალაში პირველ ოქტომბერს შევიდა. ტაქსი A და B კატეგორიებად დაიყო. A კატეგორიის ტაქსები თეთრი ფერისაა და B კატეგორიისგან განსხვავებით, აქვს ტაქსის ნიშანი. მათ, ასევე, შეუძლიათ მგზავრების ქუჩიდან აყვანაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები