24 აპრილი 2024,   15:52
ვრცლად
აქცია აეროპორტის დასახლებაში - ვეტერანი მფრინავები ეკონომიკის სამინისტროს ავიაციის აქციების დაბრუნებას სთხოვენ

საპროტესტო აქცია აეროპორტის დასახლებაში. ადგილობრივმა მოსახლეობამ ვეტერან მფრინავებთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქმედებები გააპროტესტეს.

პროტესტის მონაწილეები ეკონომიკის მინისტრს ავიაციის აქციების მოტყუებით წართმევას ედავებიან, ისინი კუთვნილი აქციების უკან დაბრუნებას მოითხოვენ.

პროტესტს პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და "ადამიანთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო თანამეგობრობის" თავმჯდომარე შეუერთდნენ.

"ათი წელი, ამ ადამიანებს პრაქტიკულად ყოველდღე რაღაცას ჰპირდებოდნენ, მერე მივედით იქამდე, რომ მათ გადაცემული ქონება უკან ჩამოართვეს დაპირდნენ, რომ ხელახლა მიყიდდნენ ამ  ქონებას, მაგრამ სამწუხაროდ მთავრობამ ქონება ინვესტორს მიჰყიდა და ამ ადამიანებს არც კომპენსაცია გადაუხადეს და არც არაფერი, ისინი აპირებენ სამართლებრივი დავის დაწყებას,"- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ის სააქციო საზოგადოება, რომელიც შექმნილი იყო სამინისტრომ გააუქმა, ის აქციები რაც გვეკუთვნოდა მშრომელ ხალხს ეკიპაჟის თანამშრომლებს დაგვტოვა აქციების გარე," -ამბობენ აქციის მონაწილეები.

ვეტერანი მფრინავების პროტესტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან, ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია. 

დღის ამბები