ევროლიგის მეორე ტურში ესპანეთის "ბასკონია" მოსკოვის "ხიმკისთან" 76:79 დამარცხდა.
ტრადიციულად "ბასკონიას" სასტარტო შემადგენლობაში იყო თორნიკე შენგელია. ქართველმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი შეასრულა. შენგელიამ 30 წუთში 18 ქულა, 10 მოხსნა და 3 ზუსტი გადაცემა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18 იყო. რიგით მესამე შეხვედრას ევროლიგაზე "ბასკონია" 17 ოქტომბერს სტამბოლში, "ფენერბახჩეს" წინააღმდეგ გამართავს.