17 აპრილი 2024,   03:14
ვრცლად
ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის ეპიფანეს განცხადებით, ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მხარი დაუჭირა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით. მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებას. უკრაინის ეკლესიის წინამძღვარი იმედს, გამოთქვამს რომ ორ ეკლესიას შორის ყველა სრულფასოვანი თანამშრომლობა დამყარდება და ის მალე საბერძნეთსაც ესტუმრება.

შეგახსენებთ, 2019 წლის 6 იანვარს სტამბოლში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის წინამძღვარს ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსი გადასცა. უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მოპოვებამ რუსეთის მძაფრი რეაქცია გამოიწვია, აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია საქართველოს საპატრიარქოს.

დღის ამბები