19 აპრილი 2024,   05:59
ვრცლად
"ლარსზე" რუსულ გადამღებ ჯგუფს ზედმეტად სამხედრო "გარეგნობის" ავტომობილის გამო არ უშვებენ

"ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რუსეთიდან გადამღები ჯგუფის ავტომობილს არ უშვებენ, ამის შესახებ ინფორმაციას sova.news -ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი სანქტ-პეტერბურგიდან, რომლის შემადგენლობაშიც ჟურნალისტები და ოპერატორები შედიან, საქართველოს გავლით სომხეთში მიემართებიან, სადაც კინორეჟისორ ალექსანდრე რასტორგუევზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავენ.

სომხეთში ისინი ორი ავტომობილით მიემართებიან, რომელთაგან ერთ-ერთი 1957 წლის ВАЗ-69 არის, ეს ავტომობილი ჟურნალისტების თქმით, ფილმის მთავარი რეკვიზიტია, თუმცა მესაზღვრეები მის საქართველოში შემოშვებაზე უარს აცხადებენ, მიზეზად კი ავტომობილის ზედმეტად სამხედრო "გარეგნობას" ასახელებენ.

გადამღებ ჯგუფს სპეციალური დოკუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ნამდვილად ფილმს იღებენ, არ აქვთ, მიზეზად კი ამბობენ, რომ ფილმის გადაღება საკუთარი ხარჯებით ხდება. როგორც გადამღები ჯგუფის წევრები sova.news-სთან ინტერვიუში ამბობენ,  მათ ერთ-ერთ წევრს მესაზღვრეებმა კომუფლაჟის პრინტიანი შარვლის გამოცვლაც მოსთხოვეს.

დღის ამბები