20 აპრილი 2024,   05:58
ვრცლად
"დღეს არ ვპასუხობ... შესანიშნავი დღესასწაულია და გთავაზობთ ისიამოვნოთ"- ზურაბიშვილი შეწყალების სკანდალზე ჟურნალისტებს ისევ არ პასუხობს

შეწყალების სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მისამართით ჟურნალისტებმა კითხვების დასმა და მისგან პასუხების მიღება კიდევ ერთხელ სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს მედიის მიერ დასმულ არცერთ კითხვას არ უპასუხა, პრეზიდენტმა  ჟურნალისტებს  ურჩია ღვინის ფესტივალით ისიამოვნონ.

"სხვა კითხვებზე დღეს არ ვპასუხობ, დღეს ვპასუხობ იმაზე რაც არის, შესანიშნავი დღესასწაულია და გთავაზობთ თქვენც ისიამოვნოთ,"-უთხრა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირებთან დაკავშირებით პროკურატურაში სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის თანამშრომლები გამოიკითხნენ. 

კითხვები ჟურნალისტებმა პრეზიდენტს გურჯაანში ღვინის ფესტივალის მიმდინარეობის დროს დაუსვეს.

დღის ამბები