15 ნოემბერი 2019,   13:46
ვრცლად
დამანგრეველი ტაიფუნი იაპონიაში - 6 მილიონზე მეტ მოქალაქეს ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

იაპონიაში 6 მილიონზე მეტ მოქალაქეს ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. ქვეყანაში ტაიფუნი "ჰაგიბისი" მძვინვარებს. სტიქიას ემსხვერპლა 1 ადამიანი, არიან დაშავებულებიც. ბოლო 60 წლის განმავლობაში ტოკიოში ყველაზე ძლიერი წვიმა და ქარია. დატბორილია ქუჩები, დახურულია მაღაზიები და საჯარო დაწესებულებები. სტიქიამ დააზიანა ინფრასტრუქტურაც. ტაიფუნი "ჰაგიბისი" შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდეს. უამინდობის გამო იაპონიაში დღეს რაგბის მსოფლიო თასის ორი მატჩი აღარ გაიმართება.

დღის ამბები