ჩრდილოეთ კორეა იაპონიის წყლებში ჩაძირული გემის გამო კომპენსაციას ითხოვს. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ინციდენტში იაპონურ მხარეს ადანაშაულებს და კორეული გემის ეკიპაჟის ბრალეულობას გამორიცხავს. 7 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეული სათევზაო და იაპონიის საპატრულო გემები ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ჩრდილოეთ კორეის გემი ჩაიძირა. ეკიპაჟის 60 წევრი იაპონელმა მაშველებმა გადაარჩინეს.