16 აპრილი 2024,   14:13
ვრცლად
"მთავარი კითხვაა, აისახება თუ არა რეიტინგებში საქართველოს ადგილი მოქალაქეების ცხოვრებაზე" - ჭიაბერაშვილი საკრედიტო რეიტინგზე

საქართველოს რეიტინგი BB მინუსიდან BB-მდე გაუმჯობესდა. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standard & Poor"s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით გაზარდა, პროგნოზით "სტაბილური". რეიტინგში საქართველოს პოზიციის ცვლილებას ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა, მისი თქმით, ეს წინსვლა ძირითადად ესტონური მოდელის შემოღების შედეგია, თუმცა მთავარი კითხვაა როგორ აისახება რეიტინგში საქართველოს ადგილი, მოქალაქეების ყოველდღიურობაზე:

"ეს რეიტინგი ძირითადად ეყრდნობა 2017-18 წლის მონაცემს და პოზიტიურად აფასებს ბიზნესისთვის ესტონური მოდელის შემოღებას. მაგრამ მთავარი კითხვა, რაც ფართო  საზოგადოებას და მოქალაქეებს აქვთ, არის შემდეგი, დღეს რა ხდება თითოეული მოქალაქისთვის, რატომ იზრდება ფასები, რატომ იზრდება სიღარიბე, აისახება თუ არა რეიტინგებში საქართველოს ადგილი ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე,"- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები