"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სახალხო დღესასწაულს "გორის დღე 2019" დაესწრო. გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან ქალაქ გორის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საქართველოს გამთლიანებისთვის:
"საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, აქ ახლოს არის ჩვენი მტერი სამწუხაროდ, საოკუპაციო ხაზი. ღმერთმა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ყველაფერი გავაკეთოთ რომ საქართველო გამთლიანდეს და ეს ხალხი მყარად იდგეს ფეხზე,"- განაცხადა ბოკერიამ.