16 აპრილი 2024,   16:20
ვრცლად
ეკონომიკის სამინისტრო ვეტერანი მფრინავების პროტესტს განცხადებით პასუხობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აეროპორტის დასახლებაში გამართულ საპროტესტო აქციას დღის ბოლოს წერილობით გამოეხმაურა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ დიდ პატივისცემას გამოხატავენ ყველა საავიაციო სფეროს წარმომადგენლის მიმართ, თუმცა უარყოფენ ფაქტს, რომ ნათია თურნავას რაიმე ფორმით მონაწილეობა აქვს მიღებული თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში იმასაც აცხადებენ, რომ მზად არიან ჩაერთონ ვეტერანი ავიატორების წინაშე მდგარი სოციალური თუ სხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში.

"პირველ ყოვლისა, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დიდი პატივისცემა საქართველოს საავიაციო სფეროს ყველა წარმომადგენლის, მით უფრო ვეტერანი ავიატორების მიმართ, რომლებმაც შექმნეს ქართული საავიაცინათია თურნავას ო სკოლა და საფუძველი ჩაუყარეს ამ დარგს საქართველოში. ამიტომ ძალიან ვწუხვართ, როდესაც ამ ადამიანების სახელით ზოგიერთი არასერიოზული პოლიტიკოსი ცდილობს ქულების ჩაწერას.

კერძოდ, გვინდა განვუმარტოთ დღევანდელი შეხვედრის მონაწილე ადამიანებს, რომ ნათია თურნავას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში, რომელიც 2005 წელს განხორციელდა. მეტიც, ის ამ დროს, საერთოდ არ მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში.

კიდევ ერთხელ გვინდა პატივისცემა გამოვხატოთ ავიაციის სფეროს წარმომადგენელთა მიმართ და იმედი გამოვთქვათ, რომ ისინი არ აყვებიან პროვოკაციას და არ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის უნებურ გავრცელებას.

ამასთან, მზადყოფნას გამოვხატავთ სამინისტროს სახელით ჩავერთოთ ვეტერანი ავიატორების წინაშე მდგარი სოციალური თუ სხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში და დავიცვათ მათი ინტერესები ისევე როგორც ყოველთვის როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანების ინტერესებს,"- წერია ნათია თურნავას უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პროტესტის მონაწილეები ეკონომიკის მინისტრს ავიაციის აქციების მოტყუებით წართმევას ედავებიან, ისინი კუთვნილი აქციების უკან დაბრუნებას მოითხოვენ.

პროტესტს პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და "ადამიანთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო თანამეგობრობის" თავმჯდომარე შეუერთდნენ.

 

 

დღის ამბები