16 აპრილი 2024,   12:46
ვრცლად
სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმე - თამთა თოდაძის ადვოკატი პროკურატურას მიმართავს

სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლის თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავს. თოდაძე, რომელიც მაღალჩინოსანს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს, კონკრეტული პირების დაკითხვას და დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს ითხოვს. საგანგებო მიმართვა უწყებაში სამშაბათს შევა.

"ეს შეეხება ძირითადად იმ გამომძიებლებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გამოკითხვას, რომელიც უშაულოდ შემთხვევის დღეს იმყოფებოდნენ თამთასთან და ასევე შემსწრე არიან მისი ემიციური და ფიზიკური მდგომარეობის. აგრეთვე ვაპირებთ, კიდევ დამატებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნას, რომლის შესახებაც ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით საზოგადოებას,“ - აღნიშნა ადვოკატმა.

ახალ მტკიცებულებებზე საუბრობს საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის ადვოკატი. მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, დაცვის მხარე მოწმეეებს წარადგენს.

"მინდა პირდაპირ ავღნიშნო, რომ ნასვამობის ფაქტი კონკრეტულად არაფრის მომცემი და არაფრის მთქმელი არ არის. ნასვამობის საკითხი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან იქნება განხილული სხვა მტკიცებულებებთან და გარემოებებთან ერთად. მე მხოლოდ ოფიციალური ფაქტები მაინტერესებს. თუ ანალოგიას ჰქონია ადგილი, როგორ მოიქცა და რა მდგომარეობაში იყო იგი ამ დროს. ეს არის დაცვის სტრატეგია და იძულებული ვარ ამ თემებზე ვისაუბრო“, - განმარტა ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

ურთიერთბრალდებების ფონზე, სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყო, სლოგანით ”ქალი სვამს”, ამ ფორმით, საზოგადოება დაზარალებულ თამთა თოდაძეს სოლიდარობას უცხადებს.

"თამთა ნასვამი არ ყოფილა. ეს ირკვევა პოლიციელებისა და ორი ექიმის ჩვენებებით. მაგრამ თუ მსხვერპლი არის ნასვამი, ითვლება, რომ ის უმწეო მდგომარეობაშია და მდგომარეობა უფრო მძიმდება. ნასვამი ქალის გაუპატიურტება კიდევ უფრო მძიმე დანაშაულია და მე საერთოდ არ მესმის ეს როგორ შეიძლება იყოს არგუმენტი,“- განაცხადა „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ.

 

 

დღის ამბები